რეალობის მთავარი გამყალბებელი ციხიდან ნეკნებს გვათვლევინებს - პუტინმა დამატყვევაო, პუტინმა კი არა, საკუთარმა თავმა და რეალობის გაყალბებამ დაგატყვევა,- ამის შესახებ “ტაბულას“ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
„2016 წელს, არჩევნების წინ, რუსთავი ორი უკვეთავდა კვლევას და მალავდა იმ ნაწილს, სადაც ჩანდა რომ არათუ ზოგადად ამომრჩევლის, არამედ ნაცმოძრაობის ამომრჩევლის ნახევარსაც კი არ უნდა მიშა პრემიერად.
ანუ რეალობა, რომ მიშა თავისი პარტიის ამომრჩევლის ნახევარსაც კი არ უნდა ქვეყნის სათავეში - იმალებოდა.
იმიტომ რომ მიშას ყოვლისშემძლეობაზე უნდა დამდგარიყო პოლიტიკა - ვინც ამას არ აყვებოდა, მოღალატედ ირაცხებოდა.
ტყუილზე უნდა აგებულიყო გეგმები.
ამაზე არაერთი კონფლიქტი მომსვლია - ნუ მერე დავიბლოკე კიდეც, რადგან რეალობის გაყალბებას ხელს ვუშლიდი.
ახლა რეალობის მთავარი გამყალბებელი ციხიდან ნეკნებს გვათვლევინებს - პუტინმა დამატყვევაო.
პუტინმა კი არა, საკუთარმა თავმა და რეალობის გაყალბებამ დაგატყვევა“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.