ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის მხრიდან Georgian Airways-ის დასანქცირებასა და ამ საკითხზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, უცნობია, თუ რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს ივანიშვილის რეჟიმი წარმომადგენელი ეკონომიკის მინისტრი უკრაინის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხოდ.
მისი თქმით, საქართველოს დღეს სჭირდება, რომ იყოს დასავლეთის ყურადღების ცენტრში და განიხილებოდეს, როგორც ნატოს მომავალი წევრი დაჩქარებულად, რათა ვიყოთ დაცული და დავბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ წიაღში ანუ დასავლურ ცივილიზაციაში.
„ამიც ნაცვლად, ნებისმიერი წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებასთან და მთლიანად დასავლეთთან, რაც ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი.
რა ახსნაც არ უნდა უპოვონ ამ ამბავს, რა ნაბიჯებიც არ უნდა მოჰყვეს ხვალ ან ზეგ, მოჰყვება თუ არა ამას შემდგომში ვინმეს დასანქცირება, - უკვე ის, რომ ეს არის დისკუსიის საგანი და ამ მოდუსში იმყოფება ქვეყანა არის ამ რეჟიმის პასუხიმგებლობა და ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასი“ - თქვა გიგა ბოკერიამ