რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პირველად ეხმიანება რუსეთში დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის მცდელობას.
შოიგუს აზით, ამბოხი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ფიცისადმი ერთგულების გამო ვერ შედგა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასი“ წერს
"ეს გეგმები პირველ რიგში შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მიერ დადებული ფიცისა და სამხედრო ვალის წინაშე გამოვლენილი ერთგულების გამო ჩავარდა. პროვოკაციას არ ჰქონია გავლენა უკრაინაში გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მოქმედებაზე". - თქვა შოიგუმ.
შოიგის თქმით, სამხედრო მოსამსახურეები მამაცურად და თავგამოდებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს.