ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, როგორ შესრულდა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საზოგადოებას და მედიას დეტალურად გავაცნობ ინფორმაციას, რა არის დღევანდელი მდგომარეობა. რეალობაა ის, რომ ჩვენ პრინციპულად შევასრულეთ 12 რეკომენდაცია. შეიძლება გარკვეული საკითხები რჩება, რაზეც, მათ შორის, ევროკომისარი საუბრობდა და ამაზეც დეტალური განმარტება გვექნება. ჩვენ საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკოს. ქვეყნის შიგნით ვიცით და შეიძლება, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.