კობახიძე მთელი ფოიერვერკებით მიესალმა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ერთი ბოროტმოქმედი მეორე ბოროტმოქმედს დაუპირისპირდა და არაფერი გამოუვიდა, ეს არის კობახიძის სახე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაღალი რისკები როცა არსებობდა, სახელმწიფო ინსტიტუციები დაიმალნენ.
„კობახიძე მაშინ გამოვიდა, როცა ყველაფერი გაირკვა და საზოგადოებას ახარა, როგორ გაუხარდა, რომ პრიგოჟინს არაფერი გამოუვიდა მაშინ, როცა ყველასთვის ცხადია, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნე ვინ არის“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე".