600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, ეს 600 დღე გავიდა და აღარ კვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე აცხადებს, საპროტესტო აქციებს სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ფასი არ აქვს.
„თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა. მადლობა ღმერთს, ეს 600 დღე გავიდა და აღარ კვდება. მას გადაწყვეტილების მიღებაში სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა, რომ აღარ უნდა მოკვდეს, რაც არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.