აგვისტოს ომის არაფორმალური სარდალი იყო გიგი უგულავა, მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები, ორ-დღენახევარში წააგეს ომი, არა ჯარისკაცებმა, არამედ სააკაშვილმა წააგო ომი ორ-დღენახევარში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ფუნდამენტურად გაუმჯობესებულია.
„წარმოიდგინეთ, აგვისტოს ომის არაფორმალური სარდალი იყო გიგი უგულავა და მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები, 2,5 დღეში წააგეს ომი. რეალურად, 8 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო ომი, 7 აგვისტოს ღამეს, როგორც ეროვნული საბჭოს რეზოლუციაში წერია და 10 აგვისტოს სააკაშვილმა ცალმხრივად გამოაცხადა კაპიტულაციის შესახებ. არა ჯარისკაცებმა, არამედ სააკაშვილმა წააგო ეს ომი ორ-დღენახევარში. ამის შემდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად გაძლიერდა. სისტემა არის მოწესრიგებული. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა 2012 წლის შემდეგ არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული. მადლობა ღმერთს, უგულავა აღარ არის ჯარის სარდალი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.