ხარაგაულში, სოფელ მარელისთან მეწყერი 77 წლის კაცი მოიყოლა. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწა ჩამოიშალა და კაცი ქვა-ღორღში მოყვა. სამაშველო სამუშაოებში დილიდან კინოლოგებიც არიან ჩართული, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
პარარალელურად შეჩერებულია სარკინოგზო მიმოსვლა, რადგან ჩამოწოლილმა მეწყერმა რკინიგზის ქსელი დააზიანა.