მცხეთაში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ ის "კარგად არის".
ხუთი წლის ბიჭი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩიდან დაახლოებით სამი საათის წინ დაიკარგა. გავრცელებული ცნობით, ბავშვის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.