მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი უნდა გადაიხადოს და სწორედ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"მე მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკვე ვთქვი არაერთხელ ჩემი პოზიცია, რომელიც განპირობებული არის... რაც არ არის გვარამიას კაზუსი. განპირობებული არის იმის გამო, რომ ამ საკითხზე ნამდვილად არის ორად გაყოფილი საზოგადოება. ნამდვილად არის ის ნაწილი საზოგადოების, რომელმაც განიცადა ის 9 წელი სხვადასხვა ფორმით და კუთხით და რომლის მიმართ, მე არამგონია, რომ შემიძლია მათ მაგივრად შევიწყალო ის, რაც მოხდა იმ 9 წლის მანძილზე, თუნდაც პენიტენციურ სისტემაში, რაც ნამდვილად არ არის გვარამიას საკითხთან დაკავშირებული ამ შემთხვევაში და ამ ბრალდებებში... მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მას უნდა ჰქონდეს ის პირობები, რაც არის სხვა ქვეყნებში მიჩნეული, როგორც ნორმალური პირობები, თუნდაც ელექტრონული სამაჯური. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი უნდა გადაიხადოს და სწორედ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს ამ შემთხვევაში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.