თუ მოვისმენთ პარლამენტში პრემიერის გუშინდელ გამოსვლას, ეს არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ეს ქვეყანა ისედაც მაქსიმალურად პოლარიზებულია და თუ მოვისმენთ პარლამენტში პრემიერის გუშინდელ გამოსვლას, ეს არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს? მე მგონი, რომ არ შეიძლება. თუ გვინდა დეპოლარიზაცია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ცოტა თავი შევიკავოთ, რიტორიკა შევცვალოთ, სხვანაირად მივმართოთ ერთმანეთს და შეიძლება, რომ რაღაც გამოვიდეს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.