ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის საბოლოოდ ჩვენი გაერთიანება ევროკავშირსა და ნატო-ში. იქ არის მშვიდობა, იქ არის უსაფრთხოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციაზე, ეს ასევე გულისხმობს ნატო-ში ინტეგრაციას, აქ წინა კონფერენციაზეც ნათქვამი იყო, რომ ევროპას ჯარი არ გააჩნია, ის შექმნილია მშვიდობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და თავისუფლებისთვის, ის არაა იმისთვის შექმნილი, რომ იყოს ძლიერი დაცვის მქონე ორგანიზაცია, თუმცა ნელ-ნელა ესეც იცვლება.
ნატო იქნება მთავარი ძალა, მთავარი ორგანიზაცია, საიდანაც შეიძლება მივიღოთ უსაფრთხოება. მთავრობა, რომელიც ძალიან თავს იწონებს, რომ მშვიდობას დაუმსახურებს ქვეყანას და თავის მოქალაქეებს, ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის საბოლოოდ ჩვენი გაერთიანება ევროკავშირსა და ნატო-ში. იქ არის მშვიდობა, იქ არის უსაფრთხოება, მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიდა სტაბილურობისტისაც საჭიროა და რომელიც მიგვიყვანს ამ ბოლო მიზნამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.