მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვიცი, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასება, რომ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. ეს არის მხოლოდ დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა ამ შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე, როცა ევროკომისია ამას შეაფასებს, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
გრეგოროვა დღეს თბილისში ქალთა საერთაშორიო კონფერენციის გახსნას დაესწრო.