„მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს, ძალიან მალე მოესწრება პუტინის დამარცხებას რუსეთში და მისი წარმომადგენლების დამარცხებასაც საქართველოში,“ - ამის შესახებ გაანცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, პუტინის ავტოკრატიული რეჟიმი დღეებს ითვლის.
„ფაქტია,რომ პუტინის ავტოკრატიული რეჟიმი დღეებს ითვლის. ძალიან მალე უკრაინა გაიმარჯვებს ამ არათანაბარ ბრძოლაში და პუტინის ტერორისტული ომი დამთავრდება და მიხეილ სააკაშვილი ,როგორც პუტინთან მებრძოლი ადამიანი ,რომელმაც პირველმა გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს და მის რეჟიმს, ძალიან მალე მოესწრება პუტინის დამარცხებას რუსეთში და პუტინის წარმომადგენლების დამარცხებასაც საქართველოში.“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.