საფრანგეთში მეოთხე ღამეა არეულობები გრძელდება, თუმცა გასულმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. იუწყება BFMTV
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალ დარმანენის თქმით, მთელ ქვეყანაში გასული ღამის არეულობების შედეგად დაკავებულია 471 ადამიანი.
ამასთან, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში კვლავ მოხდა ინციდენტები. ყველაზე ცხელი წერტილი იყო ქალაქი მარსელი, სადაც აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს მაღაზიების ვიტრინები და პროდუქტია გაიტანეს. ქალაქში დააკავეს სულ, მცირე 95 ადამიანი. გამოცემის წყაროს ცნობით, გატეხეს სანადირო იარაღის მაღაზიაც.
არეულობა იყო ლიონშიც, სადაც შეტაკებები მოხდა პოლიციელებს და მძარცველებს, შორის, რომლებიც ტანსაცმლისა და ელექტროსაქონლის მაღაზიებს ძარცვავდნენ.
სტრასბურგში, სადაც მთელი ღამის განმავლობში 43 ავტომობილი და ათობით ნაგვის ურნა დაწვეს, დააკვეს 19 ადამიანი.
მანამდე, წინა ღამეს არეულობების შედეგად დაზარალდა 492 შენობა, დაიწვა 2000 ავტომობილი, დაშავდა 250-მდე სამართალდამცველი. დააკვეს 900-ზე მეტი ადამიანი.
აღნიშნული მოვლენების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იძულებული გახდა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტი დაეტოვებინა.
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს, პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი მოკლა.
დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომლის გასროლას მოზარდი ემსხვერპლა.