რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს ქვეყანა იქნებოდა უფსკრულში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მან არმაზ ახველდიანს მიმართა.
„თქვენ ვისთანაც აფილირდებით და ასოცირდებით, ბატონო არმაზ, სამწუხაროდ, აი ამ დესტრუქციულ, ომის პარტიასთან, მაგ პარტიას მიჰყავდა საქართველო უფსკრულში 2012-ში. და რომ არა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", დღეს ქვეყანა იქნებოდა უფსკრულში. და თუ ვინმე არის და ვინმეს მიაჩნია, რომ არის უფსკრულში, დაე იყოს უფსკრულში. თქვენი ჩათვლით, - თქვა ღარიბაშვილმა.