„დღეს, რაც საზოგადოებამ ნახა, არის დასტური იმისა, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ესენი არიანი მოძალადეები და ცდილობენ ფიზიკური დაპირისპირებით გავიდნენ ფონს და შეინარჩუნონ ძალაუფლება.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ.
„დღეს, რასაც საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, ეს არის დასტური იმისა, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერებთან ჩვენს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ეხება საპენსიო ასაკის დაწევას, პენსიის მომატებას და ჩვენი ღირსეული, ღვაწლმოსილი ხალხის, პენსიონერების გათავისუფლებას იმ მძიმე უღელისგან ,რომელიც დაადგა საბანკო ოლიგარქიამ მათ. „ქართული ოცნება“ არის გადასული ბილწსიტყვაობაზე, აგრესიაზე და საზოგადოებამ შეაფასოს რა ტიპის ქვეყანაში სურს ცხოვრება, ამ ტიპის ქვეყანაში, სადაც გინებით, ფიზიკური დაპირისპირებით სურთ ფონს გავიდნენ და შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუ ქვეყანაში ,სადაც ღირსეული სიბერე გარანტირებული ექნებათ.
ბუნებრივია, ეს ადამიანები ახლა აქ მოსულები არიან პროვოკაციის მოსაწყობად, შეურაცხყოფის მოსაყენებლად, კიდევ ერთხელ აჩვენებენ მათ შინაგან კულტურას, მათი ხელისუფლების, ვისი მოგზავნილებიც ესენი არიან, მათ განწყობას, მათ განწყობას მხოლოდ პენსიონერების მიმართ კი არა, არამედ საზოგადოების მიმართ და ამ ადამიანებთან არავითარ საუბარს და დიალოგს აზრი არ აქვს, დავალება აქვთ მიღებული და ცდილობენ, რომ შეასრულონ ეს დავალება.“ - ასე გამოეხმაურა დავით კირკიტაძე კასპში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეხვედრის ჩაშლის მცდელობას პენსიონერებთან.