რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მიღება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე და პირიქით.