ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მომანიჭა, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელსი წერს.
როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად მსოფლიოში მხოლოდ 4 ჟურნალისტს გადაეცემა.
„დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია:
CPJ (ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო (International Press Freedom Award) მომანიჭა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში მხოლოდ 4 ჟურნალისტს გადაეცემა და წელს ამ ჯილდოს ისტორიაში პირველად მიენიჭა ქართველს.
ძალიან მიხარია, რაღა დაგიმალოთ”, - წერს ნიკა გვარამია.