ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ეხმაურება, რომელმაც ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად.
თენგო კირთაძის თქმით, ის ქვეყნები ვინც რუსეთის ორბიტაზე დარჩებიან, იქნებიან ამ ახალ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში წაგებულის მხარეს. კირთაძის თქმით, ჩვენმა საზოგადოებამ კითხვა უნდა დასვას, თუ რატომ ეხმარება ქართულ ოცნებას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული სახელმწიფო.
"აფხაზეთის რკინიგზის თემაც მიზანმიმართული გზავნილია იმ ნარატივის განსამტკიცებლად, რომელსაც ქართული ოცნება და კრემლი უკვე თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებენ, რომ ქართული ოცნება იმდენად მისაღები ხელისუფლებაა რუსეთის ფედერაციისთვის, რომ არათუ ომის საფრთხე არ იარსებებს, არამედ ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავება მოხდება. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა".- ამბობს კირთაძე.