გვარამია ციხიდან გამოვიდა და ეგრევე შეცდომა დაუშვა, საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება პრიგოჟინით დაიწყო, ჩანს, რომ მას არანაირი პოლიტიკური წარმატების რესურსი არ აქვს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს ვერ შემატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„წინა არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი თუ 30 პროცენტზე მეტი იყო, ახლა 20 პროცენტზე ნაკლები აქვთ. სხვა პარტიებიდან არც ერთს არ აქვს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ დღეს არსებული მდგომარეობა, არამედ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საზოგადოების მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რაც ქვეყანად დღეს აქვს აღებული. რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რაიმე ცვლილება შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში. გვარამია ციხიდან გამოვიდა და სჯობდა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოსულიყო, რადგან ეგრევე შეცდომა დაუშვა – საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება პრიგოჟინით დაიწყო. ჩანს, რომ მას არანაირი პოლიტიკური წარმატების რესურსი არ აქვს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს ვერ შემატებს“,- განაცხადა კობახიძემ.