სოროსის ფონდში შეიკრიბნენ კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები, ენჯეოები, რომელთა თვითმიზანია, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე კომენტირებისას აღნიშნა.
„ეს არის სერგო ორჯონიკიძის მიდგომა. სოროსის ფონდში შეიკრიბნენ კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები, ენჯეოები, რომელთა თვითმიზანია, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. ბუნებრივია, ყველა ენჯეოზე არ არის საუბარია, საუბარია ყველაზე მდიდარ ენჯეოებზე, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ არ მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და შემდეგ ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვონ, რაც შარშან ივნისში გააკეთეს, როცა საქართველოს უსამართლოდ სტატუსი არ მიენიჭა. ზუსტად ეს ენჯეოები სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქაც იგივე იმედი აქვთ, რომ დეკემბერში სტატუსი არ მოგვენიჭება, კიდევ ერთხელ უნდა ავიდნენ სცენაზე და მოითხოვონ მთავრობის გადადგომა. იმედი გვაქვს, დეკემბერში სტატუსი მოგვენიჭება. მათი შეფასებები არის სრული ლუსტრაცია იმის, რომ ისინი არიან კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები“, – განაცხადა კობახიძემ.
აზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს შეფასება, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ. მათი სტატუსმეტრის მიხედვით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა.
-0:04