კონკრეტული ფაქტი იყო, როდესაც კონკრეტულმა, გავლენიანმა ელჩმა წაახალისა ძალადობა, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ენჯეოებმა და მათმა უცხოელმა პარტნიორებმა ადამაინისთვის ცეცხლის წაკიდება გმირობად შეაფასეს.
"ნებისმიერი ასეთი ძალადობის აქტი არის წახალისებული კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, მათი მდიდარი ენჯეოები და მათი უცხოელი პატრონები, რომლებიც ყოველ ჯერზე, ადამიანისთვის ცეცხლი წაკიდება შეაფასეს როგორც გმირობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ნაგვის ურნის თავზე დამხობა შეაფასეს როგორც სამოქალაქო აქტივიზმი. დედის გინება და ბილწსიტყვაობა შეაფასეს როგორც სამოქალაქო აქტივიზმი. არ მინდა დავასახელო კონკრეტული ელჩი, რომელიც ამას ამბობდა, არ მინდა დავასახელო კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ამას ავრცლებდნენ, არ მინდა დავასახელო კონკრეტული ენჯეოები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამას აკეთებდნენ...
მიშა მშვილდაძე თვითონ მსხვერპლია, მას შთააგონეს, რომ დედის გინება არის სამოქალაქო აქტივიზმი და დედას იგინებოდა სადაც ჰქონდა ამის საშუალება. მერე გამოვიდა ვიღაც სხვა, რომელმაც ასევე წარმოიდგინა ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთ ერთი ელჩის ბოლოდროინდელი მოწოდება გინებასთან დაკავშირებით, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, აღიქვა ასე, რომ თუ იძალადებდა მიშა მშვილდაძეზე, ეს იქნებოდა სამოქალაქო აქტივიზმი... და ეს დანერგა ვინ? კონკრეტული ელჩი იყო ვინც ამაზე საუბრობდა," - ამბობს კობახიძე.