მამუკაც და ბექაც დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებენ. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და უბრალოდ საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე გასაკრიტიკებელი სიტყვის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ „ნაციონალური მოძრაობის“ როგორი სახეც ხართ, იმ სახით" , - განაცხდა ნინო წილოსანმა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა უმრავლესობას მიმართა: „ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი, რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა ამაზე აუცილებლად დაგეკისრებათ და ისტორია აუცილებლად ასე შეაფასებს."