ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ევროკავშირის, აშშ-ს სახ.დეპისა და ბრიტანეთის სანქციების მიმართულების
სპეციალისტების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში დასავლეთთან ინტეგრაციის თემის ირგვლივ იმართებოდეს ვიზიტები საქართველოში, ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციებზე თავის არიდების საკითხთან დაკავშირებით ჩამოდიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოში.
„ეს არის სწორედ ამ ქვეყნის ტრაგედია და იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც რუსული ხელისუფლება ახორციელებს საქართველოში ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატით“ - თქვა თენგო კირთაძემ.