ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროკავშირის, აშშ-ს სახ.დეპისა და ბრიტანეთის სანქციების მიმართულების სპეციალისტების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, როდესაც საქართველოში ჩამოდიან ამ დონის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის, აშშ-ს სახ.დეპისა და ბრიტანეთის დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სანქციების მიმართულების კოორდინატორები არიან, ძალიან გულდასაწყვეტი და მძიმე ფაქტია.
მისი თქმით, ამ დონის ადამიანები საქართველოში იმაზე სასაუბროდ უნდა ჩამოდიოდნენ, თუ როგორ უნდა შევიდეს საქართველო ნატოში, რა უნდა გაკეთდეს მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობის გასამყარებლად, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რეფორმებისა და დიდი ეკონომიკური პროექტებისთვის განსახორციელებლად.
„ამ ყველაფრის ნაცვლად საუბარი იქნება იმაზე, არღვევს თუ არა საქართველო საერთაშორისო წესებს, ეხმარება თუ არა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და შესაძლებელია აქედან გამომდინარე საქართველოსაც სამწუხაროდ დაემუქროს გარკვეული მიმართულებებით სანქციები.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ძალიან რთულ, მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ამ ხელისუფლებამ შექმნა ქვეყანაში და ეს ყველაფერი სწორედ ამის კიდევ ერთი დასტურია“ - თქვა გიგი წერეთელმა