ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. მიიღებს მორალურად ჯერ და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტაც მეტი მიიღოს., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. მიიღებს მორალურად ჯერ და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტაც მეტი მიიღოს. მე არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას [წარმოვადგენ] და საერთოდ თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ენას ცოტა კბილი დააჭირეთ, რა. კბილები მარტო სხვა რამისთვის, არ არის, რომ ღეჭოთ საღეჭი რეზინი", - განაცხადა ოდიშარიამ.