ოპოზიცია ჩამორჩა, ოპოზიცია ჩარჩა იმ ტალახში, რომელიც თვითონვე შექმნა, თავის გარშემო სიბინძურეში, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა. სხვა პროპაგანდისტული რესურსიც აღარ დარჩა, თუ არა რუსეთის თემის ექსპლუატაცია, რომელიც არ ამართლებს, ვინაიდან ამას არანაირი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს ვერ აუვლის და ეს არაერთხელ დადასტურდა.
„საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია, უცვლელია იმდენად, რამდენადაც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, ეკონომიკური სანქციები, სამხედრო დაპირისპირება, რისკენაც ყოველდღიურად მოგვიწოდებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვითარება იძაბება, სტაბილურობა არის გამოხატულება იმისა, როგორ მართავს სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლება. პროვოკაციას არანაირად არ უნდა ავყვეთ. აქედან გამომდინარე გაკოტრდა ოპოზიცია და გაკოტრებული, პოლიტიკურ ტალახში მყოფი ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სივრცე მოსვაროს თავის გარშემო. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო დონეზე მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას მხარს უჭერს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.