ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის ლაშა რუხაიას განცხადებით, „ფოთის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.
მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე შედარებით ადეკვატურია და არ მოსწონს რუსული, პუტინისტური და მის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიების გატარება დაიწყეს.
„რამდენიმე კვირაა ფოთის რუსულ პარტიაში ღია დაპირისპირებაა. ერთმანეთს უპირისპირდებიან რადიკალი პუტინისტები ანუ ფოთის მაჟორიტარის ფლანგი - მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ობიექტურად რომ ვთქვათ საკრებულოს თავმჯდომარე შედარებით ადეკვატურია და არ მოსწონს რუსული, პუტინისტური დავალებები - როგორიცაა უკრაინის დროშა არ დაკიდო, ევროკავშირს აგინე, ევროკავშირის დროშა დაწვი და ასეთები ... ცხადია ორივე ფლანგს ქვეყნის, ფოთის ვნების გარდა არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ უსამართლოა, როცა ქოცებში ერთი შედარებით არა - რუსი გამოერიათ და სადამსჯელო ღონისძიების გატარება დაიწყეს მის წინააღმდეგ... ფოთი პატარა ქალაქია და ყველამ, ყველაფერი კარგად იცის ამ დაპირისპირების შესახებ ... საკრებულოს თავმჯდომარეს დიდად არც კობახიძე / ღარიბაშვილის დუეტი მოსწონს და შიდა წრეში ამას ღიად აფიქსირებს ამიტომაც როგორც ჩანს მისი მოშორება გადაწყვიტეს ... ეს კაცი მარტო არ არის როგორც ირკვევა და მას სხვა ფოთის ოცნების წევრებიც მიყვებიან - ანუ მოიშორებენ მათ, ვინც ხელს უშლით ან არ ეპიტნავებათ. ახლა გაჩაღებულია ვაჭრობა ვინ, ვის მხარს დაიჭერს და თითო ხმაში საკმაოდ თანამდებობებს და ფულებს ჰპირდებიან პუტინისტი, რადიკალები საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ლაშა რუხაიამ.