არ ვიცი, ჩვენმა ოპოზიციამ სად იპოვა ჰუმანური მხარე რომელიმე მხარეს, რომელსაც მხარს უჭერდნენ და ამ ვითარებაში ვიღაცებს ახალისებდნენ. წარმოუდგენელი აჟიოტაჟი ატყდა, რაც მიუღებელია. წარმოუდგენელია, რომელიმე დამნაშავეს მხარი დაუჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მაშინ მოიწვევენ, როცა ამის საჭიროება იქნება.
„კიდევ კარგი, არ ვიქცევით ისე, როგორც ოპოზიცია საუბრობს, თორემ ძნელი წარმოსადგენი არ არის, სად ვიქნებოდით. უსაფრთხოების საბჭოს მაშინ მოიწვევენ, როცა ეს საჭირო იქნება. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებები ისე მუშაობენ, როგორც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას სჭირდება. მხარეების მხარდაჭერაზე საუბარი წარმოუდგენელია. არ ვიცი, ჩვენმა ოპოზიციამ სად იპოვა ჰუმანური მხარე რომელიმე მხარეს, რომელსაც მხარს უჭრდნენ და ამ ვითარებაში ვიღაცებს ახალისებდნენ. წარმოუდგენელი აჟიოტაჟი ატყდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. წარმოუდგენელია, რომელიმე დამნაშავეს მხარი დაუჭირო“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.