ვინც გაიძახის, ოპოზიცია მკვლელ პრიგოჟინს გულშემატკივრობდაო, ძალიან კარგად იცის, რომ პრიგოჟინს კი არა რუსეთში არეულობას და დაპირისპირებას გულშემატკივრობდა ეს ხალხი - ამის შესახებ სოციალურქსელში „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი წერს.
„ყველამ, ვინც გაიძახის, ოპოზიცია მკვლელ პრიგოჟინს გულშემატკივრობდაო, ძალიან კარგად იცის, რომ პრიგოჟინს კი არა რუსეთში არეულობას და დაპირისპირებას გულშემატკივრობდა ეს ხალხი. ამ შეგნებულ ტყუილს კი მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ თავიანთი მხრიდან პუტინის მხარდაჭერა გაამართლონ, ვითომდა ორი უბედურებიდან ნაკლებს ირჩევდნენ. სინამდვილეში კი მათ სწორედ რუსეთში არეულობისა და დაპირისპირების ეშინოდათ, ემანდ პუტინის რეჟიმი არ ჩამოიშალოსო, რადგან ეს მათთვის პირდაპირ იგივდება ბიძინას ძალაუფლების ჩამოშლასთან. იმიტომაც იყვნენ გუშინ მთელი დღე უხასიათოდ და დღეს მოვიდნენ "დუხზე".
კიდევ მინდოდა ამ ხალხზე რაღაცის თქმა, მაგრამ კორექტულობის ფარგლებში უბრალოდ შეუძლებელია მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულების ადეკვატურად გამოხატვა. ეს კონტიგენტი ნაცების სიძულვილის ნიადაგზე უკვე იმდენად გასულია ელემენტარული საღი აზრის მომსახურების არედან, რომ მათთან ლაპარაკს საერთოდ არანაირი აზრი არა აქვს. ერთადერთი რამაც შეიძლება მათ უშველოს, არის ხელისუფლების ცვლა. თუმცა, ზოგი იმდენად შორსაა უკვე გავარდნილი, რომ ალბათ ვერც ეს უშველის“, - წერ ზურაბიშვილი.