ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ვისაც არ უხარია ჩვენი მტრის შიგნით დაპირისპირება, მათ შორის, სამხედრო დაპირისპირება, ანუ როცა ის სუსტება ძალიან ან კიდე უფრო მეტად, ის ან ბრიყვია, ან მოღალატე, ხოლო ვინც გუშინ ნერვიულობდა იმაზე, რომ რუსეთს რამე არ დაემართოსო, ის პირდაპირ მოღალატეა,
მისი თქმით, კობახიძე, ღარიბაშვილი და არარაოებების ბრბო ივანიშვილის გარშემო ამ შემთხვევაში, არა ბრიყვები, არამედ მოღალატეები არიან.
„ევროპულ საქართველოს უშიშროების საბჭოს მოწვევის ან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნა არც გვაქვს, ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმისგან არანაირი მსგავსი მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენ ვთვლით, რომ მხოლოდ ერთ რამეზე უნდა ვფოკუსირდეთ, ამ რეჟიმის დემოკრატიულ ცვლილებაზე, თორემ რა უშიშროების საბჭო უნდა მოიწვიოს ამ მთავრობამ - კობახიძე, ღარიბაშვილი, წულუკიანი შეიკრიბებიან და იქ ითათბირებენ ამაზე?!“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.