პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტ-, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ერთ კომენტარს გავაკეთებ შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.
რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას გათავისუფლება პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.
„მე ვერ გეტყვით, რომ ეს რაიმე არსებით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ ყველას გახსოვთ, რომ გვარამია იყო ამ ქვეყანაში პოლარიზატორი, ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა პოლარიზაციაში. პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი პოლარიზაციისკენ, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. აქედან გამომდინარე, საზოგადოება გააკეთებს ამ ყველაფერზე შეფასებებს“, – აღნიშნა კობახიძემ.