რაც შეეხება მადლობების ნიაღვარს სალომეს მიმართ, ეს ჩემს თვალში ისეთივე ვულგარულია, როგორც გვარამიას მედია პოლიტიკა, - ამის შესახებ ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი,თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალრ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმიანება.
„მადლობა თუ ვინმეს ეკუთვნის, თუ სამართლიანები გვინდა ვიყოთ, ეს ნიკა გვარამიაა რომ ციხიდან მისი წუწუნი არ გაგვიგია და არ უცდია, პოლიტიკური პროცესი მის შესახებ ყოფილიყო.
ესაა სწორი მადლობა.
რაც შეეხება მადლობების ნიაღვარს სალომეს მიმართ, ეს ჩემს თვალში ისეთივე ვულგარულია, როგორც გვარამიას მედია პოლიტიკა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსნებთ, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.