არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო და დადგენილების მიღებისთანავე მისი სისრულეში მოყვანა დაიწყეს.
„არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ადამიანი როცა პატიმარია, ამ დროს ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი საფიქრალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლმე პრეზიდენტი, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ. პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტი, თქვა, რომ არ ისაუბრებდა. არაფერი ვიცოდი, სატელევიზიო არხით გავიგე. როგორც კი მოვიდა დადგენილება, მისი სისრულეში მოყვანა დავიწყეთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.