ადამიანმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელა და შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ სალომე ზურაბიშვილის ნიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტრის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მიქანაძემ ჟურნალისტებ სგანუცხადა, რომ გვარამიას შეწყალების საკითხი ევრორეკომენდაციებთან არავითარ კავშირში არაა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"ადამიანმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი გადაწყვეტილებით და რაც მთავარია, ამ ადამიანმა მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მოქმედებს არა საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებით, არამედ მოქმედებს დავალებების შესრულებით. რეალურად ეს საკითხი ამ პუნქტებთან მიმართებაში არანაირ კავშირშია, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია, ყველამ იცის, რომ ისეთო ადამიანია, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ ეს ადამიანი პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა. ის გამოირჩევა რადიკალიზმით და ამ ადამიანის შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი".- თქვა მიქანაძემ.