საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა და სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა იმ ვიდეოების გამო, რომელშიც ის საქართველოს პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.
"არ ვაპირებ გაჯიუტებული ვიყო ჩემ შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.