“ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია ნიკას თავისუფლება და ვისურვებდი სალომე ზურაბიშვილს იგივე გაეკეთებინოს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.
“რომ გითხრათ, რომ მოლოდინი მქონდა მოგატყუებთ, მაგრამ ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი გამოგონილი, აბსოლუტურად შეთითხნილი იყოს ციხეში ტყვედ, შესაბამისად, მე ვულოცავ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ნიკას გულშემატკივრებს განსაკუთრებით და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს, რადგან ნიკას თავისუფლება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმესთანაც დაკავშირებით იგივე გაეკეთებინა. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ერთი კონრკეტული ადამიანისათვის ან ნიკა გვარამიას გულშემატკივრებისთვის. ჩვენ წინ გავქვს ბევრი მნიშვენლოვანი ბრძოლა და პროცესი. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია ნიკას თავისუფლება და ასევე ცხადია, მნიშვენლოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლველი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.