“ქართული ოცნების” ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12-პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ არაერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
ანა წითლიძე გამოეხმაურა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმ ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომელიც მან სტოკჰოლმში არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მოისმინეს.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციდან, სამი სრულად შესრულებულია.
“ქართული ოცნების” ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12-პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ არაერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, სადაც პირდაპირ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ ცხრა ძირითადი პუნქტი არ სრულდება და ის, რომ მთლიანად პასუხისმგებლობა ამაზე აქვს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ამიტომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლება შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას, მე არ მაქვს, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება მათ იციან რას ნიშნავს - ძალაუფლების დაკარგვას,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.