„ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება - არც დეპოლარიზაცია, არც დეოლიგარქიზაცია, არც მართლმსაჯულების რეფორმა და არც მედიათავისუფლება შესრულებული არ არის - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
„პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს ამ უნიკალურ შესაძლებლობას არ წაართმევს. ახლა ევროკავშირში გაფართოების პოლიტიკური ნება არსებობს და სწორედ ამ პოლიტიკური ნების გამოყენება და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობის რეალიზება არის, რისთვისაც ვმუშაობთ ჩვენ - ოპოზიცია იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება, რომლის ვალდებულებაც რეკომენდაციების შესრულებაა, ამ ვალდებულებას საერთოდ არ ასრულებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.