ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტსა და მასთან დაკავშირებით ენმ-ს წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის საქციელი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის.
მისი თქმით, სააკაშვილისა და ენმ არათანმიმდევრულობის, ტყუილისა და აბსურდული ქმედებების გამოყენებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ცდილობს მთლიანად პროდასავლური საზოგადოებისა და მთლიანი ოპოზიციის დისკრედიტაციას.
„ყველა მოქალაქემ, რომელიც ვარდების რევოულიციის იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით აქამდე მხარს უჭერდა ენმ-ს, უნდა იცოდეს, რომ ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ, ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და ვერც თავისუფლებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს.
ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები, ამიტომ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც საკუთარი პრინციპებისა და სიტყვის ერთგულია”.- ამბობს ბოკერია.