ეს არის, ჩვეულებრივად, კეზერაშვილის სიზმრები, რაც აწყობს მას, რაც აინტერესებს, იმას აწერინებს, ეს კვლევა სისხლიანი ფულითაა შეკვეთილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ „ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული კომპანიის კვლევა საინტერესო არ არის.
„არ ვაპირებ ამ კვლევებზე კომენტარების გაკეთებას. ეს არის, ჩვეულებრივად, კეზერაშვილის სიზმრები, რაც აწყობს მას, რაც აინტერესებს, იმას აწერინებს. სისხლიანი ფულით არის შეკვეთილი ეს კვლევა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია ის ციფრები, რომლებიც ქვეყნდება ამ კომპანიის მიერ. შესაბამისად, ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.