მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას, ტყუილებს, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართულ საზოგადოებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
"სააკაშვილი სიმულიანტობდა 600 დღის განმავლობაში და ამ სიმულაციას ჰქონდა, სამწუხაროდ, ფართო მხარდაჭერა უცხოელების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას, ტყუილებს, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართულ საზოგადოებას. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ. საკმაოდ ფართოა ეს წრე, ამ ადამიანის წრე. 600-დღიანი სიმულაცია, ტყუილი. გვიმტკიცებდნენ, რომ 600 დღის განმავლობაში ეს კაცი ყოველდღე კვდებოდა. ასეთი სპექტაკლი იცით ალბათ, "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს," სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ეხლა შემოდის პოლიტიკაში. ნუ, რაღაც სრულ აბსურდთან გვაქვს ჩვენ საქმე. როცა ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, წარმატების არანაირი შანსი არ აქვს," - თქვა ირაკლი კობახიძემ.