ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული, გაუბედურებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვასთან დაკავშირებით.
„ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული, გაუბედურებული. არ მაინტერესებს, ეგ არის ჩვეულებრივი სიყალბე, გაყალბებული, სასაცილო შედეგები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.