არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუ პარლამენტი გადადგამს ამ ნაბიჯებს, ეს საქართველოს დაახლოებს იმასთან, სადაც ყველა ჩვენგან სურს მისი ყოფნა, დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ განვსაჯო ანგარიში, ევროკომისიის შეფასება პროგრესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისინი გააკეთებენ ძალიან ფრთხილ შეფასებას იმ სამუშაოსას, რომელიც აქ მიმდინარეობდა, თუ რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რა პროგრესი იქნება მიღწეული ამ კონკრეტულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ფაქტი, რომ ვენეციის კომისიამ გამოსცა მოსაზრება, როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონსა და დეოლიგარქიზაციის კანონზე, ძალიან მკაფიო გზამკლვევის თანხლებით, თუ რა არის საჭირო მოლოდინების შესასრულებლად, არის ნიშანი იმისა, რამდენად ერთგულია ევროკომისია ამ პროცესში საქართველოს წარმატების მიმართ. არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუ პარლამენტი გადადგამს ამ ნაბიჯებს, ეს საქართველოს დაახლოებს იმასთან, სადაც ყველა ჩვენგან სურს ქართველის ყოფნა, დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ 30 წელია, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის ასაშენებლად.
„საქართველო იყო პოლარიზებული, როდესაც სამნახევარი წლის წინ აქ ჩამოვედი. იყო ქართველების გაერთიანების მცდელობები. ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია, რომელიც აგრძელებდა ამ ქვეყნის დაბნევასა და დაყოფას გასული სამნახევარი წლის განმავლობაში, ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან ამ ტაქტიკის შესახებ. თქვენ გამოგიცდიათ რუსეთის მცდელობები, დაენაწევრებინა, დაებნია და დაეშინებინა მოსახლეობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ არის ძალისხმევა გაერთიანებისთვის, არა მხოლოდ ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომელიც დაგაახლოვებთ ევროპულ ინტეგრაციასთან, ქართველი ხალხის უმრავლესობის მკაფიო არჩევანთან, არამედ ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინაშე. ახლა დროა ქართველი ხალხისთვის, გაერთიანდეს, მიყვეთ „ძალა ერთობაშიას“ მოდელს. რთული არ არის ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების მიღება. აშშ 30 წელია, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის ასაშენებლად. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ეს მოიცავს თავისუფალ, ძლიერ, პასუხისმგებლიან მედიას. ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი – პოლიტიკოსებს, მედიას, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ინტერესების წინ დაყენება, პოლიტიკური დაპირისპირებების გვერდით გადადება. პოლიტიკოსები იტყვიან იმას, რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაშები, რომელიც კამერების წინ სრულდება, მაგრამ ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ. აშშ-ს ყველაფერზე მეტად სურს საქართველოს წარმატების ხილვა, მიაღწიოთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გახდეს ევროკავშირის წევრი. ყველაზე მნიშვნელოვანია გაერთიანება და საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობა. ძალა ერთობაშია“ {საქართველოს პირველი არხი}, – განაცხადა კელი დეგნანმა.