ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე, ლევან ბერძენიშვილზე მორიგ თავდასხმას ეხმიანება. როგორც კირთაძე აღნიშნავს, ქართული ოცნება არის დამკვეთი, სპონსორი და შემსრულებელი ძალადობის მთლიანი ჯაჭვის, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ.
"ისტორიული და რელიგიური სიმბოლოების გამოყენებით ქართული ოცნება, პუტინისტური რეჟიმი ცდილობს ძალადობის ლეგიტიმაციას და მეორე მხრივ, ამ ყველაფრის ისე წარმოჩენას, თითქოს საზოგადოებაში შიგნით არსებობდეს გარკვეული ტიპის დაპირისპირება”.- ამბობს კირთაძე.
მისივე თქმით, ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ძალადობა უკან უბრუნდება, რომელსაც ის ახალისებდა, უკვეთავდა და ორგანიზებას უწევდა და ქართულ ოცნებასაც ცუდად მოუბრუნდება.