პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე, - ამის შესახებ საქართველოს ესპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პიატიხატკის გათავისუფლების დროს, განადგურდა ბატალიონი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ეთნიკური ოსები ცხინვალის რეგიონიდან.
„19 ივნისს უკრაინელებმა აიღეს პიაწიხატკი ზაპოროჟიეს ოლქში, ოპერაციის დროს გაანადგურეს ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ასეული ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი. ამგვარად, პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.