რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს ქართული ოცნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცახადა.
კალაძეს ჰკითხეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანას შეუშლის თუ არა ხელს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და წახალისებული ძალადობა.
"თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას, ვერ მომიყვანთ რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს ქართული ოცნება. ზოგადად ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს", - თქვა კალაძემ.
კალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილს" ესვრი, ოპოზიციას კი აქვს მცდელობა გმირად შეგრაცხოს, ეს ძალიან დამაზიანებელია.