ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ქართული ოცნების მიერ დაორგანიზებულ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ძალადობა, სხვადასხვა დოზით, ყოველთვის იყო ქართული პოლიტიკის პრობლემა, თუმცა "ივანიშვილის რეჟიმმა აიყვანა თვისობრივად ახალ ხარისხში".
მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის გარე უსაფრთხოებისთვის და სამოქალაქო მშვიდობისთვის საფრთხეა.
"კობახიძე ამბობს, რომ ეს ძალადობა რაც არის, დიახ, ჩვენ ვაკეთებთ და არის გამართლებული. ეს არის დამატებით საგანგაშო და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის გარე საფრთხეებისგან და ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მშვიდობისთვის".- თქვა გიგა ბოკერიამ.