გიგა ბოკერია The Guardian-ში საქართველოსთან დაკავსირებით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება და ამბობს, რომ სამწუხაროდ, ის მძიმე რეალობა რაც გვაქვს, არის ადეკვატურად აღწერილი.
სამწუხაროდ, ის მძიმე რეალობა რაც გვაქვს, არის ადეკვატურად აღწერილი, - აცახდებს გიგა ბოკერია.
მისივე თქმით, ის დისკუსიაც ასახავს ქვეყნის რეალობას, რომელიც მიმდინარეობს ევროპის დედაქალაქებში, მისცენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი პუტინისტური რეჟიმის მიუხედავად.
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა რა დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ არის, რომ იმის მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი პარტნიორები ამა თუ იმ გეოპოლიტიკური და სხვა მოსაზრებებით, ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება. ამ პუტინისტური რეჟიმის შეცვლის გარეშე, ჩვენ ვერ წავალთ წინ, ვერ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებას. ვერ გავხდებით თავისუფალი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა".- ამბობს გიგა ბოკერია.
The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ დეკემბერში ევროპელი დიპლომატები მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან მაშინ, როდესაც გადაწყვეტენ მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.